top of page
002.png
Vector Smart Object.png

კონდომ დისპენსერები თბილისში

პროექტის იდეა

droa-02.png
11.png

პროექტის იდეა დაიბადა კვლევის საფუძველზე, რომელმაც ცხადყო, რომ თავდაცვის საშუალების შეძენის დროს ახალგაზრდა ადამიანები, განსაკუთრებით გოგონები, ხშირად ხდებოდნენ უსიამოვნო მზერის თუ გამოხედვის ობიექტი. შესაბამისად, გამოიკვეთა იმის აუცილებლობა, რომ ახალგაზრდებისთვის მოგვეშალა მგავსი ტიპის წინაღობები და თითოუელი მათგანისთვის გაგვემარტივებინა სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისგან თავდაცვის საშუალებების შეძენის გზები.

3.png
2.png
5.png
8.png

პროექტის აღწერა

gvirila.png

პროექტი ითვალისწინებს თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა კერძო სივრცეებში, კონდომ დისპენსერების  დაყენებას. კონდომატები თბილისის ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, ჰქონდეთ სწრაფი, იაფი და პირდაპირი წვდომა ბარიერული თავდაცვის საშუალებებზე (ე.წ. კონდომებზე).

 

პროექტიხ არა-მომგებიანი ხასიათის გამო, თითოეული კონდომი ღირს მხოლოდ 50 თეთრი.

4.png

პროექტის მიზნები

plane.png

ჩვენი ორგანიზაციის მთავარი ამოცანა ახალგაზრდების გაძლიერებაა. ვცდილობთ, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას და ჯანსაღი ცხოვრების წესს, მას აქვს სრული არჩევანის თავისუფლება დაიცვას თავი აივ თუ სხვა ინფექციებისგან.

7.png
6.png

პროექტი ასევე ითვალისწინებს თბილისში დღემდე ტაბუირებულ სექსუალური განათლების თემას და ცდილობს, ამ კუთხით, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს თბილისის ახალგაზრდებს:

- კონდომატის ზედაპირი ილუსტრაციის საშუალებით ზრუნავს, წაახალისოს ადამიანები დაიცვან საკუთარი თავი და ჩაიტარონ გამოკვლევა სხვადასხვა ინფექციებზე. კონდომატის მეშვეობით ახალგაზრდებს ასევე აქვთ საშუალება, გაიგონ იმ ადგილების შესახებ, სადაც შეეძლებათ აივ ინფექციაზე უფასო ტესტირების ჩატარება

- თითოეულ კონდომს თან ახლავს სტიკერი, ინფორმაციული ქონთენთით უსაფრთხო სექსუალური კავშირის, სქესობრივი ინფექციების ა.შ შესახებ

2.png
Vector Smart Object.png
gvirila.png

დისპენსერები, ისევე როგორც კონდომები, მოწოდებულია ესპანეთიდან. მათ აქვთ ISO ხარისხის სტანდარტის სერტიფიცირება.

9.png
10.png
12.png
13.png
14.png
bottom of page