

აივ ინფექციაზე ტესტირება
სქესობრივ დაავადებებს ხშირად სიმპტომები საერთოდ არ ახასიათებთ.
მაგალითად, აივ ვირუსით (შიდსის სინდრომი) შეიძლება ადამიანი ინფიცირებული იყოს წლების მანძილზე,
მაგრამ ამის შესახებ არ იცოდეს.
სტატუსის არ ცოდნით, თითოეული ადამიანი არა მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს
პარტნიორის ჯანმრთელობას. მაგ. აივ-ით ინფიცირებული ადამიანების (რომლებმაც არ იციან საკუთარი სტატუსი,
შესაბამისად არ აქვთ დაწყებული მკურნალობა!) ორგანიზმში ვირუსის დონე არის ძალიან მაღალი,
რაც ზრდის ინფექციის სხვაზე გადაცემის რისკებს. მაშინ, როდესაც, ინფიცირებული პაციენტების იმ კატეგორიაში,
რომლებიც გადიან მკურნალობას, სისხლში ვირუსის რაოდენობა იკლებს და ხდება “შეუმჩნეველი”.
ეს არა მხოლოდ ამცირებს ინფიცირების შემთხვევებს, ის მას აქრობს კიდეც.


იცოდე შენი სტატუსი ნიშნავს:
-
იცხოვრო სრულფასოვნად
-
დაიცვა სხვა ადამიანები ინფიცირებისგან
-
დაეხმარო მსოფლიოს აივ-ის დამარცხებაში
ნუ გადადებ, ჩაიტარე გამოკვლევა!
სად შეიძლება აივ-ზე ანალიზის ჩატარება?
აივ/შიდსა და სხვა სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე ტესტირება შესაძლებელია ნებისმიერ კერძო კლინიკაში. სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში, ან არა-სამთავრობო ორგანიზაციებში
არის თუ არა ანალიზი უფასო?
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში უფასოდ აივ ინფექციაზე ტესტირება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
შიდსის ცენტრი
თბილისი
თანასწორობის მოძრაობა
თბილისი
ინფ. პათოლოგიის ცენტრი
ბათუმი
მედიქალსიტი
ქუთაისი
კლინიკა ლჯ
ქუთაისი
ინფექციური საავადმყოფო
ონარია, ზუგდიდი